რა არის კლუბი კომაროველი?
რა ვალდებულებებს აკისრებს კლუბი?
რა დადებითი შედეგი მოაქ წევრობას?
კომაროვის სკოლის დღევანდელი მდგომარეობა?

ოლიმპიადა ზუსტსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – ფიზიკა, მათემატიკასა და ინფორმატიკაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით და ასოციაცია "კლუბი კომაროველი”-ის ორგანიზებით ამა წლის 31 მაისსა და 1 ივნისს მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება მოსწავლეთა 2008 წლის ოლიმპიადის რეგიონალური ტურები ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში - ფიზიკასა და მატემატიკაში. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, შედეგად საორგანიზაციო კომიტეტში რეგისტრაცია გაიარა საქართველოს სკოლების VII_XI კლასების 12384 მოსწავლემ. განასკუთრებით აღსანიშნავია მოსწავლეთა დიდი ინტერესი მათემატიკის ტურის მიმართ, რომელშიც მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა 9164 მოსწავლემ, რაც რეკორდულ მაჩვენებელად შეიძლება ჩაითვალოს წინა წლებთან შედარებით. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ოლიმპიადები ფიზიკასა და მათემატიკიაში სულ უფრო პრესტიჟული და პოპულარული ხდება საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობას შორის, მისასალმებელია, რომ გასულ წლებთან შედარებით რაოდენობასთან ერთად გაიზრდა ღონისძიებაში მონაწილეთა გეოგრაფიაც და მასში ჩართულია საქართველოს თითქმის ყველა რაიონის სკოლების წარმომადგენელები, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წელს ოლიმპიადაში მონაწილეთა შორის გამოჩდნენ მოზარდები ცხინვალის რეგიონის სკოლებიდანაც (ქურთა, აჩაბეთი, ერედვი). მიუხედავად მონაწილეთა უპრეცენდენტო რაოდენობისა, საქართველოს განათლების სამინისტროსა და ოლიმპიადის ორგანიზატორთა ძალიხმევით შექმნილია ყველა პირობა კონკურსის სათანადოდ ორგანიზებისა და ობიექტურად ჩატარებისათვის. რეგიონალურ ტურებში გამარჯვებული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის დასკვნით ტურში რომელიც ჩატარდება თბილისში ა. წ. 15-16 ივნისს. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ფიზიკის დასკვნით ტურში გასული მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ კვირას 15 ივნისს, 10:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში.

ფიზიკის დასკვნით ტურში გასული მოსწავლეები

მათემატიკის დასკვნით ტურში გასული მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ ორშაბათს 16 ივნისს, 10:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში.

მათემატიკის დასკვნით ტურში გასული მოსწავლეები


ინფორმატიკის რეგიონალური რეგიონალური ტურის ამოცანები


ფიზიკის რეგიონალური ტურის ამოცანები და ამოხსნები

VII

VIII

IX

X

XI

მათემატიკის რეგიონალური ტურის ამოცანები და ამოხსნები

ფიზიკის დასკვნითი ტურის შედეგები

მათემატიკის დასკვნითი ტურის შედეგები

ინფორმატიკის დასკვნითი ტურის ამოცანები VI-VII კლასი

ინფორმატიკის დასკვნითი ტურის ამოცანები VIII-IX კლასი

ინფორმატიკის დასკვნითი ტურის ამოცანები X-XI კლასი I დღე

ინფორმატიკის დასკვნითი ტურის ამოცანები X-XI კლასი II -დღე


მათემატიკის დასკვნითი ტურის ამოცანები და ამოხსნები


ფიზიკის დასკვნითი ტურის ამოცანები და ამოხსნები

VII

VIII

IX

X

XI

ფიზიკისა და მათემატიკის აპელაცია შედგება შაბათს, 28 ივნისს 12 საათზე ასოციაცია “კლუბი კომაროველის” ოფისში. რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონებზე: 399313, 399316 მის: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას # 49

 

 
სახელი: 
პაროლი: