1. კლუბის მოკლე აღწერა:
  2. ასოციაცია "კლუბი კომაროველი" არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში განსაკუთრებული ნიჭისა და უნარების მქონე ბავშვების დახმარება მაქსიმალურ თვითრეალიზაციაში. კლუბი აერთიანებს ძირითადად კომაროველებს და ასევე ადამიანებს, ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული მისიის განხორციელებაში.

  3. კლუბის მიზნები:
  4. კლუბის უმთავრესი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალი ინტელექტუალური თაობის აღზრდას, რომლებიც თავისი განათლებით, ფასეულობებით, კარგად განვითარებული უნარჩვევებით განსაკუთრებულად იქნებიან ორიენტირებული საზოგადოებრივი სარგებლის შექმნაზე.

  5. კლუბი მიზნად ისახავს:
  6. ა) გააერთიანოს ამ იდეით დაინტერესებული რაც შეიძლება მეტი ადამიანი თუ ორგანიზაცია.
    ბ) მისცეს მათ საშუალება ორგანიზებულად უფრო მეტი წვლილი შეიტანონ ამ დანიშნულების რეალიზაციაში.
    ც) საკუთარი საქმიანობის აქტიური პროპაგანდით კიდევ უფრო მეტ ადამიანსა თუ ორგანიზაციას გაუჩინოს დამატებითი სოციალური პასუხისმგებლობის აღების სურვილი.

    კლუბის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს "კომაროვის" სკოლის მხარდაჭერა და განვითარება, ძირითადად კომაროველების გაერთიანებით და მათი დახმარებით ორგანიზებულად შეიტანონ წვლილი სკოლის განვითარებაში. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს გზა ყველაზე მეტად მოგვცემს ზემოთ აღნიშნული უმთავრესი მიზნის მიღწევის საშუალებას. უმთავრესი მიზნიდან გამომდინარე, მომავალში შესაძლებელია სკოლის მხარდაჭერის გარდა სხვა პრიორიტეტული მიმართულებების არჩევა ისევე, როგორც ამას წარსულში ჰქონდა ადგილი ქვეყანაში ოლიმპიურ საქმიაონობაში აქტიური მონაწილეობის სახით.

  7. წევრების ვალდებულებები:
  8. კლუბის წევრობა არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს წევრებს. არ არის საწევრო გადასახადი, არ არის სავალდებულო არც ერთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. არ ევალებათ არავის დახმარება. ერთადერთი კლუბის წევრების ვალდებულება არის, არ მიაწოდონ არასწორი პერსონალური ინფორმაცია კლუბის ადმინისტრაციას. ამასთან აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლუბის წევრებს არა აქვთ არანაირი ვალდებულება არანაირი ინფორმაციის მიწოდების თობაზე კლუბის ადმინისტრაციისათვის.

  9. წევრობის დადებითი მხარეები:
  10. ასოციაცია "კლუბი კომაროველი" არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში განსაკუთრებული ნიჭისა და უნარების მქონე ბავშვების დახმარება მაქსიმალურ თვითრეალიზაციაში. კლუბი აერთიანებს ძირითადად კომაროველებს და ასევე ადამიანებს, ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული მისიის განხორციელებაში.
1 2
 
სახელი: 
პაროლი: