1. რა გაკეთდა:
  2. კლუბის არსებობის საწყის ეტაპზე, რამდენადაც ეს იყო აუცილებელი და მნიშვნელოვანი, ჩვენ ორგანიზებას ვუკეთებდით რესპუბლიკური ოლიმპიადების ორგანიზებას ფიზიკა- მათემატიკასა და პროგრამირებაში. ამან ერთის მხრივ საშუალება მოგვცა გადაგვერჩინა ნიჭიერი ბავშვების გამოვლენისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ტრადიციული საშუალება. კლუბის საქმიანობა ამ მიმართულებით აქტიურად იყო და არის მხარდაჭერილი და დადებითად შეფასებული განათლების სამინისტროს მხრიდან. ჩვენ აქტიურად ვუკეთებდით ორგანიზებას საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის გუნდების ფორმირებას, მომზადებას, შეკრებას. ორგანიზებას ვუკეთებდით მათი მონაწილეობის პროცესს საერთაშორისო ოლიმპიადებში. საგულისხმო იყო და არის ფულადი პრიზების მოცულობა, რომლითაც ვაინტერესებდით, გამარჯვების შემდეგ ვასაჩუქრებდით წარმატებულებს, რასაც ვფიქრობთ არც თუ უმნიშვნელო როლი ჰქონდა მათი მონდომებისა და თავდადებისათვის უშუალოდ ოლიმპიადების მსვლელობისას. კლუბის მიერ მომზადდა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარედგინა ოლიმპიური ცენტრის შექმნის გეგმა. ამ გეგმის მიხედვით ოლიმპიადების მხარდაჭერის მიმართულებასთან ერთად, კლუბი დაარსებიდან აქტიურად მუშაობს კომაროველების გაერთიანებაზე კლუბის შემადგენლობაში, რაც უნდა გახდეს მისი მომავალი წარმატებული საქმიანობის არსებითი წინაპირობა.

  3. რა იგეგმება:
  4. კომაროველების კლუბის საქმიანობის ძირითადი აქცენტი უახლოეს მომავალში მაქსიმალურად გადავა სკოლის განვითარებაზე. ამისათვის ჩვენ ვეცდებით, სამუშაო შემდეგი მიმართულებებით წარვმართოთ: ა) კომაროვში სწავლების პროგრამების, გამოყენებული მეთოდების განვითრება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ აზროვნების დონის გაძლიერება და თვალსაწიერის გაფართოება, ფასეულობების მსგავსი სტრუქტურის ჩამოყალიბება. ეს ამოცანა აგრეთვე მოიცავს პედაგოგების კორპუსის გაძლიერებას, მათ მოტივირებას, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის ხელშეწყობას, რათა მათი ძირითადი საზრუნავი სწორედ ბავშვებთან მუშაობა გახდეს. ბ) სწავლის, ცხოვრების, დასვენების, ურთიერთობების განვითარებისათვის საუკეთესო მატერიალურ ტექნიკური პირობების შექმნა, რათა თითოული ბავშვისათვის სკოლაში სწავლის პერიოდი იყოს საუკეთესო მოგონება. ც) სელექციის სისტემის ჩამოყალიბება საუკეთესო ბავშვების მოსაძებნად და მოსაზიდად. რამაც საშუალება უნდა მისცეს სკოლას წინა ორ ამოცანასთან ერთად კიდევ უფრო მეტი ღირსეული, გამორჩეული და საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი აღუზარდოს ქვეყანას. ამ ამოცანების გადასაწყვეტად კლუბი მობილიზებას გაუკეთებს ყველა მსურველს, დაეხმარება მათ ორგანიზებულად შეიტანონ წვლილიამ მიმართულებებით დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში, სკოლის განვითარებასა და გაძლიერებაში. კლუბი ეცდება სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით სწორი პრიორიტეტებისაკენ მიმართოს კომაროველების და დახმარების სხვა მსურველთა რესურსები დასმული ამოცანების მაქსიმალური ხარისხით გადასაჭრელად

  5. საკონტაქტო ინფორმაცია
  6. ვაჟა-ფშაველას 49
    ფაქსი: (+995 32)399316
    ტელეფონი: (+995 32)399313
    www.komaroveli.ge


1 2
 
სახელი: 
პაროლი: